ღვინის ტური

თარიღი: 2015-02-10
ფასი:
ინფორმაცია:

I დღე: თბილისი 
დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსფერი. თბილისის სასტუმროში განთავსება. დასვენების შემდეგ თბილისის მიმოხილვითი ექსკურსია, ძველი თბილისი,აბანოთუბანი, მეტეხი, (XII საუკუნე)  შარდენის ქუჩა, ძველი მეჩეთი, სინაგოგა, სამების საკათედრო ტაძარი. ვახშამი ქართულ რესტორანში. ღამე განთავსება თბილისის სასტუმროში.

II დღე: კახეთი: ალავერდი-შუამთა-ძველი მარანი-თელავი
საუზმის შემდეგ გამგზავრება კახეთის რეგიონში თელავის მიმართულებით. გზად ძველი და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსი. ალავერდი (VI  საუკუნე), იყალთოს აკადემია (XI-XII საუკუნე). ღვინის დეგუსტაცია სოფელ ნაფარეულში ტყუპების „ძველ მარანში":  ტყუპების "ძველი მარანი” სტუმრებს სთავაზობს ღვინის ტურს, რომელიც მთელი წლის მანძილზე მოქმედებს. ტურში შედის: ღია და დახურული ტიპის მარნის, არყის სახდელის ე.წ. "ზავოდის” დათვალიერება, ღვინის დაჭაშნიკება,(სურვილის შემთხვევაში ქვევრის გახსნა), ტრადიციული კახური სუფრა თამადით და ხალხური სიმღერების ცოცხალი შესრულებით, რთველში მონაწილეობა, ყურძნის დაწურვა, თონეში პურის ჩაკვრა, ხინკლის მოხვევა, თათარის მომზადება და ჩურჩხელის ამოვლება.
სადეგუსტაციოდ გთავაზობთ 4 სახის ღვინოს: კახური-ქვევრის(თეთრი), ევროპული(თეთრი), საფერავი და კაბერნე.
2 სახის არაყს: 1- არაყი ჭაჭის(თეთრი)- მზადდება მარნის ტერიტორიაზე 
არსებულ ზავოდში; 2  არაყი ჭაჭის (ფერადი)- თეთრი არყის დაძველება ხდება მუხის კასრებში 2 წლით. სადილი ადგილობრივ რესტორანში.  თელავში ჩასვლა განთავსება სასტუმროში.

III დღე: ყვარელი- ღვინის გვირაბი-ბოდბე-სიღნაღი
საუზმის შემდეგ გამგზავრება ყვარელში, ნეკრესისი მონასტერი. ღვინის „გვირაბი" (ყველაზე დიდი და ძველი ღვინის რეზერვუარი საქართველოში), ღვინის დეგუსტაცია: საფერავი, რქაწითელი, კრახუნა, ქინძმარაული, ასევე მონაწილეობის მიღება ჩურჩხელის ამოვლებაში, თონეში პურის ცხობა. შემდეგ გამგზავრება სიღნაღში, წმ ნინოს მონასტერი ბოდბეში. სიღნაღში ჩასვლა სადილი რესტორანში. ღამე განთავსება სიღნაღის სასტუმროში.

IV დღე: დავით გარეჯი-თბილისი
საუზმის შემდეგ გამგზავრება თბილისის მიმართულებით. გზად დავით გარეჯის სამონსასტრო კომპლექსისი მონახულება. ჩამოსვლა თბილისში. სადილი რესტორანში. ღამე განთავსება სასტუმროში.

V დღე:
საუზმის შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში.

ფასი: 16  მგზავრის შემთხვევაში ერთი კაცის ღირებულება ორადგილიან ნომერში 1380 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:

სასტუმროში განთავსება:
თბილისში- 2 ღამე
თელავში- 1 ღამე
სირნაღი - 1ღამე
ორჯერადი კვება
ღვინის დეგუსტაცია
გიდის მომსახურეობა
ტრანსპორტით მომსახურება
მუზეუმის ბილეთები
მინერალური წყალი

ტურის ღირებულებაში არ შედის:





Share: