ინფორმაცია:
I დღე
დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსფერი. თბილისის სასტუმროში განთავსება. დასვენების შემდეგ თბილისის მიმოხილვითი ექსკურსია, ძველი თბილისი აბანოთუბნი, მეტეხი (XII საუკუნე) შარდენის ქუჩა, ძველი მეჩეთი, სინაგოგა, სამების საკათედრო ტაძარი. ვახშამი ქართულ რესტორანში. ღამე განთავსება თბილისის სასტუმროში.
II დღე
საუზმის შემდეგ ექსკურსია მცხეთაში – საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ჯვარის მონასტერი. სვეტიცხოველი - ყველაზე დიდი ისტორიულ-საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. შიო მღვიმეს მონასტერი. სადილი მცხეთაში. თბილისში დაბრუნება. ღამე განთავსება თბილისის სასტუმროში.
III დღე
საუზმის შემდეგ - გამგზავრება ყაზბეგის მიმართულებით, გზად ანანურის ციხე-სიმაგრის არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ასვლა ყაზბეგში, დათვალიერება: გერგეთის სამება (XIVს.) - გერგეთის წმ. დარიალის ხეობა, ხეობა უძველესი დროიდან იყო ამიერ და იმიერ კავკასიის დამაკავშირებელი გზა, სნოს ხეობა. სადილი. დაბრუნება თბილისში. ღამე განთავსება თბილისის სასტუმროში.
IVდღე
საუზმე და გამომგზავრება დასავლეთ საქართველოში ქუთაისის მიმართულებით ქ. ქუთაისი. გელათი (XII-XII), ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა - ტაძარი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. სათაფლიას ნაკრძალი, ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტული მღვიმეებით. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი, ვახშამი. ღამე განთავსება ქუთაისის სასტუმროში.
V დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ზუგდიდის მიმართულებით, გზად პრომეთეს მღვიმე - ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს, მღვიმეში არის წარმოდგენილი მიწისქვეშა კარსტული აბსოლუტურად ყველა სახის ფორმა. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური და მრავალწლოვანი ხეები და ბუჩქები. სადილი რესტორანში. ქუთაისში დაბრუნება სასტუმროში განთავსება.
VI დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება სვანეთში, ასვლა მესტიაში, მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. განთავსება საოჯახო სასტუმროში. დასვენების შემდეგ თქვენ დაათვალიერებთ მესტიის ღირსშესანიშნაობებს, მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიას (XI საუკუნის დასასრული - XII საუკუნის დასაწყისი), მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ღამისთევა მესტიის სასტუმროში.
VII დღე
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით უშგულის მიმართულებით. ჩაჟაშს (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), ლამარიას ეკლესიას (ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავად - ფუთა დადეშქელიანი), არქეოლოგიურ მუზეუმს, თამარ მეფის ზამთრისა და ზაფხულის რეზიდენციის კოშკებს. დაბრუნება მესტიაში და ღამისთევა სასტუმროში.
VIII დღე
საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალქი ბათუმის მიმართულებით. გზად ნახავთ ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსს (ლანჩხუთის რაიონი) პალიასტომის ტბას (გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან 0.3 მ-ით დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით). ჩასვლა ბათუმში და განთავსება სასტუმროში, საღამოს ბულვარში გასეირნება.
IX დღე
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით მწვანე კონცხზე და დაათვალიერებთ ერთ-ერთ ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს (გაშენებულია 111 ჰექტარზე, იქ ხარობს უნიკალური ჯიშის მცენარეები). შემდეგ ნახავთ გონიოს ციხეს (გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა). II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. საუკუნეების მანძილზე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი. ნახავთ არქეოლოგიურ მუზეუმს. დაბრუნება სასტუმროში,ვახშამი და გასეირნება ღამის ბათუმში.
X დღე
საუზმის შემდეგ გოდერძის უღელტეხილის გავლით გაემგზავრებით სამცხე-ჯავახეთისაკენ სადაც იხილავთ მახუნცეთის ჩანჩქერის და მთიანი აჭარის ულამაზეს სანახაობას. ჩასვლა ბორჯომში, განთავსება სასტუმროში. ბორჯომის ნაციონალურ პარკში გასეირნება, და უნიკალური მინერალური წყალის „ბორჯომის" დაგემოვნება. ვახშამი.ღამე განთავსება ბორჯომში.
XI დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ვარძიაში (კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი) გზად იხილავთ უძველეს ციხე-სიმაგრეს ხერთვისს და თმოგვის ციხეს. დაბრუნება ბორჯომში. ვახშამი. ღამე განთავსება სასტუმროში.
XII დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება გორის მიმართულებით უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი დასახლება. ნახავთ ატენის ულამაზეს ხეობას და ატენის სიონის ტაძარს. ქ. გორში ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი. ჩამოსვლა თბილისში და განთავსება სასტუმროში.
XIII დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება კახეთის მიმართულებით. ახალი და ძველი შაუმთა, ალავერდი - ალავერდის მონასტერი, იყალთოს აკადემია (სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში). სადილი. ჩასვლა თელავში. ღამე განთავსება თელავის სასტურმოში.
XIV დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ყვარელში, ნეკრესი - ისტორიული ქალაქი. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი. გრემი - გრემის ეკლესია და სამეფო საცხოვრებელი სახლი, გრემის მუზეუმში. ილიას ტბა, „ღვინის გვირაბი" - ისტორიული ღვინის საცავი გვირაბი. ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია, პურის ცხობა თონეში, ჩურჩხელის ამოვლება. სადილი რესტორანში . გამგზავრება სიღნაღში, წმ. ნინოს მონასტერი ბოდბეში. ღამე განთავსება სიღნაღში.
XV დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება თბილისის მიმართულებით, გზად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება. ჩამოსვლა თბილისში. ვახშამი რესატორანში. შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში.
ფასი: 16 მგზავრის შემთხვევაში ერთი კაცის ღირებულება ორადგილიან ნომერში 4740 ლარი